weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თელავი-ყვარლის გზაზე ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

11:35 შაბათი, 12 დეკემბერი 2020
მთავარი არხის ფოტო მთავარი არხის ფოტო

თელავისა და ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა 11 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) საქართველოში 1437 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (სსკ–ის 276-ე მუხლის მიხედვით) მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 134 ადამიანი, ხოლო 2022 დაშავდა. სამივე კვარტალში კი რეგისტრირებულია 3707 ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც 337 ადამიანი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]