weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსი პრანკერები მზად არიან გიორგი მღებრიშვილის განცხადებების ნამდვილობა დაამტკიცონ

20:18 კვირა, 13 აგვისტო 2017
რუსი პრანკერები "ვოვანი" და "ლექსუსი" რუსი პრანკერები "ვოვანი" და "ლექსუსი"

რუსი პრანკერი ალექსეი სტოლიაროვი, მეტსახელად "ლექსუსი", აცხადებს, რომ მზად არის დაამტკიცოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებები, რომლებიც მან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით ვითომ უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.

"ლექსუსმა" ინტერვიუ დღეს რუსულ რადიოსადგურს მისცა. მან აღნიშნა, რომ საუბრის ჩანაწერებს ნებისმიერ ექსპერტიზას გადასცემს.

"ეს პირველი ადამიანი არ არის, რომელიც ჩვენთან საუბრის უარყოფას ცდილობს. თუმცა, ასეთ შემთხვევებში, იქნებოდა ეს საუბარი ერდოღანთან თუ ნატოს გენერალურ მდივანთან, ჩვენ ყოველთვის გადავცემდით ჩანაწერებს დამოუკიდებელ სააგენტოებს ექსპერტიზის ჩასატარებლად. ფაქტები ყოველთვის მტკიცდებოდა", - აცხადებს პრანკერი.

მისივე თქმით, გიორგი მღებრიშვილმა დაუცველი არხით საუბრით შიდა ინსტრუქციები დაარღვია და სამინისტროს რეპუტაციას ზიანი მიაყენა.

გუშინ ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერი და ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსმა პრანკერებმა "ლექსუსმა" და "ვოვანმა", იგივე ვლადიმერ კუზნიცოვმა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის სახელით გიორგი მღებრიშვილს დაურეკეს და მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების შემდეგ საქართველოში ექსტრადიციის საკითხზე ისაუბრეს. ჩანაწერის მიხედვით, ავაკოვი მღებრიშვილს უკრაინაში სააკაშვილის ვიზიტის შესახებ აწვდის ინფორმაციას და ეუბნება, რომ პრეზიდენტის დონეზე შეთანხმებულია მისი დაკავება და ქართული მხარისთვის გადაცემა.

პრანკერების ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია სააკაშვილი და აღნიშნა, რომ ის თბილისში არ სჭირდებათ. ჩანაწერის მიხედვით, გიორგი მღებრიშვილი რჩევისთვის გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს. გარკვეული დროის შემდეგ ის ვითომ არსენ ავაკოვს ურეკავს და გადასცემს პრემიერ-მინისტრის დანაბარებს, რომ სააკაშვილი ქართულ მხარეს არ გადმოსცენ.

"თუ ეს არამზადა თქვენთან გამოჩნდება, უმჯობესია იყოს უსახლკარო, ვიდრე აქ იჯდეს ციხეში. ჩვენ მისგან გმირის შექმნა არ გვინდა. აქ ყველაფერი დაწყნარდა და დასტაბილურდა. თუ აქ გამოჩნდება, დაიწყება რაღაც მღელვარება. უმჯობესია იყოს უსახლკარო და იაროს მთელ მსოფლიოში. თუ თქვენთან გამოჩნდება, არ გადმოგვცეთ", - ამბობს გავრცელებულ ჩანაწერში მამაკაცი, რომელიც პრანკერების თქმით, გიორგი მღებრიშვილია.

ჩანაწერს გამოეხმაურნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. პრესსამსახურის განცხადებით, მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა და იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით განიხილავენ, არასერიოზულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]