weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში კოვიდის 2720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 46 ადამიანი

11:36 კვირა, 13 დეკემბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3942 ავადმყოფი, 46 კი გარდაიცვალა.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 13 449 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 6628 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 6 821 PCR ტესტით.

დღეს დადასტურებული ინფიცირების 2720 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1240 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 362

აჭარა – 219

ქვემო ქართლი – 231

სამეგრელო და ზემო სვანეთი – 203

შიდა ქართლი – 156

კახეთი – 142

მცხეთა-მთიანეთი – 84

სამცხე-ჯავახეთი – 43

გურია – 40

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 727, საიდანაც, 6869 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 956, აჭარაში – 881, იმერეთში – 1 409.

1074 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 439 პირი.

3077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 19 781 კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 777 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 189 726 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 158 183, ხოლო 1790 გარდაიცვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]