weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:43 ორშაბათი, 14 დეკემბერი 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 6554 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1337 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, 571 შემთხვევა გამოვლენილია თბილისში, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 212

ქვემო ქართლი – 168

იმერეთი – 147

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 74

შიდა ქართლი – 48

კახეთი – 41

მცხეთა-მთიანეთი – 41

სამცხე-ჯავახეთი – 18

გურია – 16

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 27 517 აქტიური შემთხვევაა. 6912 ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობს, 2886 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 17 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოში მოთავსებული 1087 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 465 ხელოვნური ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 191 063 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 161 681 ადამიანი და გარდაცვლილია 1839. ბოლო 24 საათის განმავლობაში 3498 გამოჯანმრთელების და გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]