გარდაცვლილი და დაშავებულები სავარაუდოდ ნათესავები არიან. ტელეკომპანია "ბორჯომის" ცნობით, ავტოსაგაო შემთხვევა პლატოს ტყიდან გოგირდის აბანოებამდე მიმავალ გზაზე მოხდა. დაშავებულები, რომელთა შორის ბავშვიც არის, ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლს კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.