weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულის ძმას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

18:32 ორშაბათი, 14 დეკემბერი 2020

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, თუმცა სასამართლოს ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„სამწუხაროდ, ამ საქმეს ისეთი პირი უჩანდა და აბსოლუტურად რეალურია, რომ ამ პირის მიმართ ხორციელდება არა სამართლებრივი და იძულების ღონისძიებები, არამედ ზეწოლა. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის დაუსაბუთებელი მოთხოვნა. ყველამ იცის, რომ მოცემულ ვითარებაში, როდესაც პირზე, მის ოჯახის წევრებზე თვალთვალი ხორციელდება, გონიერი ადამიანი ასეთ სისულელეს არ გააკეთებს“, – განაცხადა იოსებ ჯანაშიამ ჟურნალისტებთან.

ადგილობრივი გამოცემა „ათინათის“ ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ადვოკატმა თქვა, რომ ბიძინა ესებუას იარაღი და სხვა ნივთები, რომელიც დაკავებულის მანქანაში თითქოს სამართალდამცავებმა იპოვეს, ესებუას არ ეკუთვნის და „ჩაუდეს“. იოსებ ჯანაშიას მიაჩნია, რომ ბიძინა ესებუა სატყუარად გამოიყენეს და ამით ძებნილ ბადრი ესებუაზე ცდილობენ ზეწოლის მოხდენას.

ბიძინა ესებუა 12 დეკემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა“.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]