weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საქართველოში კორონავირუსის 3837 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:32 სამშაბათი, 15 დეკემბერი 2020

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 20 176 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირება 3837 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ოფიციალური ინფორმაციით, 3837 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1461, ხოლო რეგიონების მიხედვით, ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 646

სამეგრელო და ზემო სვანეთი – 404

აჭარა – 263

შიდა ქართლი – 262

ქვემო ქართლი – 245

კახეთი – 254

გურია – 100

მცხეთა-მთიანეთი – 90

სამცხე-ჯავახეთი – 86

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 28 205 აქტიური შემთხვევაა. 6710 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 2734 მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 18 761 – ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოში მყოფი 1146 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 438 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 993 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 194 900 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 164 786 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1883 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელების 3105 და გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]