weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

კოვიდის 3487 ახალი შემთხვევიდან თბილისშია 1477, იმერეთში – 533, შიდა ქართლში – 283

11:17 ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსზე 17 943 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 3487 შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლის ბერდია სიჭინავას განცხადებით, ყველაზე მეტი - 1477 ახალი შემთხვევა გამოვლენილია თბილისში, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 533

შიდა ქართლი – 283

აჭარა – 280

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 269

ქვემო ქართლი – 254

კახეთი – 153

მცხეთა-მთიანეთი – 85

სამცხე-ჯავახეთი – 76

გურია – 66

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 29 158 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 6721 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 2461 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 19 976 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოში მოთავსებული 1103 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 431 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 759 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 261 პირი, აჭარაში – 8150, იმერეთში – 6312.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი 198 387 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 167 281 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 1922 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2495 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]