როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, კორონავირუსის შემთხვევების სტაბილიზაცია პირდაპირ აისახა საწოლების დატვირთვის მაჩვენებელზეც. დილის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი იყო 700-მდე საწოლი.
„მესმის რომ ყველასთვის ძალიან საინტერესოა შეზღუდვებთან დაკავშირებული შეზღუდვები მომდევნო ერთი ან ორი კვირის განმავლობაში. ისევ და ისევ შემიძლია ვთქვა ის, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან ის შედეგი, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ, ცალსახად არის ამ შეზღუდვების შედეგი.
ჰოსპიტალური სექტორი ბოლო ორი თვის განმავლობაში მუშაობდა მაქსიმალური დატვირთვით და ჩვენ რომ ისევ დავუბრუნდეთ დატვირთვის ამ მაჩვენებელს, იქნება უკიდურესად რთული გადასატანი.
ამდენად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაცია ისევ და ისევ არის ის, რომ დავაკვირდეთ სტაბილიზაციის ნიშნებს და შესაფერისად მივიღოთ გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ვრჩებით დაკვირვებისა და კონსულტაციების რეჟიმში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 17 943 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 3487 შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2495 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.