weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ყველა პარტიამ მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ დრო იწურება – ევროკავშირის ელჩი

18:35 ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2020

„ვაგრძელებთ ძალისხმევას სხვადასხვა მხარესთან მოლაპარაკებებზე, ვნახოთ თუ მივალთ შეთანხმებამდე“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

ელჩის თქმით, მას სჯერა, რომ საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელსაც შეუძლია ფუნქციონირება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება.

„მე არ დავიწყებ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებების განსჯას. თითოეული მათგანი თავად უნდადა მივიდეს სწორ დასკვნამდე, მაგრამ ახლა ყველამ მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ დრო იწურება. გუშინ, „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის თემა იყო დიალოგი და შემდეგი ნაბიჯები. ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის იქნება შესაძლო მეხუთე რაუნდი. იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, ვისურვებდი, რომ მენახა მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება. მე არ ვფიქრობ, რომ საკითხი დახურულია. ჩვენ გვჯერა,რომ შედეგის მიღწევა შესაძლებელია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან.

დღეს საპარლამენტო მანდატებზე უარის თაობაზე პარლამენტს განცხადებით მიმართეს საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ შემავალმა პარტიებმა, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“ და „ევროპულმა საქართველომ“. პარლამენტში განცხადება უკვე შეტანილი ჰქონდა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შევიდა: 90 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, ხოლო დანარჩენი 60 ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.

11 დეკემბერს, პირველ სხდომაზე, პარლამენტმა 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება სცნო.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მეათე მოწვევის პარლამენტი არ ასახავს ამომრჩეველთა ნებას, შესაბამისად, ის არალეგიტიმურია. ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყო და ოთხი რაუნდი გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]