weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კოვიდით ინფიცირების 2981 და გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:46 ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსზე 17 029 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსი 2981 ადამიანს დაუდასტურდა. მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, თბილისში გამოვლენილია 1282 ახალი შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით, ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 489

ქვემო ქართლი – 229

აჭარა – 228

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 227

კახეთი – 145

შიდა ქართლი – 160

მცხეთა-მთიანეთი – 87

გურია – 64

სამცხე-ჯავახეთი – 55

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 30 107 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 6758 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 2247 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 21 102 ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოში მოთავსებული 1130 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 430 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება (მათგან თბილისში - 209, აჭარაში - 50, იმერეთში - 62).

ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 764 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 201 368 ადამიანს დაუდასტირდა, მათგან 169 282 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 1953 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელების 2001 და გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]