„აისის“-ის ინფორმაციით, ლაგოდეხის ფილიალში პროფესიულ პროგრამებზე სწავლა ნოემბრიდან დაიწყება. ამ ეტაპზე ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც სასწავლო პროგრამების ზუსტი ჩამონათვალი გახდება ცნობილი.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 25 სექტემბერს დაიწყება და 8 ოქტომბერს დასრულება. პროფესიულ კოლეჯში განათლების მიღებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
საზოგადოებრივი კოლეჯ „აისის“ მთავარი კომპლექსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარეობს. ფილიალები კი გახსნილია ახმეტის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში. კოლეჯში პროფესიული სწავლება ხორციელდება 30-ზე მეტ პროგრამაზე ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა მევენახეობა-მეღვინეობა, ჯანდაცვა, ხელოვნება, ინჟინერია, მეფუტკრეობა, ვეტერინარია, ბიზნესის ადმინისტრირება, კულინარია და სხვა.