weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კლინიკა „ვივამედში“ დაცვის თანამშრომლის დაჭრისთვის 2 პირი დააკავეს

02:54 პარასკევი, 18 დეკემბერი 2020

პოლიციამ თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ დაცვის თანამშრომლის - 25 წლის მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები 1977 წელს დაბადებულ ზ.გ. და 1995 წელს დაბადებული შ.ბ. არიან.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაცვის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცივი იარაღით დაჭრეს.

დაკავებული ზ.გ.-ის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს განცხადებით, დაცვის თანამშრომელს სხეულზე დაზიანება ცივი იარაღით მან მიაყენა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, შ.ბ.-ის მიმართ გამოძიება 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ორივე ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

17 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, „ვივამედში“ გარდაცვლილი პაციენტების ნათესავებისა და დაცვის თანამშრომელს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მედიასთან განაცხადა, კონფლიქტის მიზეზი გახდა დაცვის თანამშრომლის შენიშვნა შინაგანაწესის დაცვასთან დაკავშირებით.

„შენიშვნა იყო მიზეზი, რის გამოც გაღიზიანდა ეს ადამიანი და მისი თანმხლები პირები, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება დაცვის თანამშრომელსა და მათ შორის, რომელიც შემდგომში გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და დასრულდა ჩვენი დაცვის თანამშრომლის დაჭრით, სავარაუდოდ, ცივი იარაღით და საკმაოდ მძიმე ხარისხის დაზიანებით“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია დასჭირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]