weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსთავში 29 წლის კაცი კორონავირუსით გარდაიცვალა

08:16 პარასკევი, 18 დეკემბერი 2020

კლინიკა „რუსთავში“, რეანიმაციულ განყოფილებაში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, 29 წლის კაცი გარდაიცვალა. ონლაინგამოცემა „ინფო რუსთავის“ ცნობით, კლინიკაში განაცხადეს, რომ ახალგაზრდას  მძიმე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა, თუმცა მათთან შეყვანის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესი იყო.

კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტს სრულად ჰქონდა დაზიანებული ფილტვი და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ მოახერხეს. 29 წლის კოვიდ-ინფიცირებული კლინიკა „რუსთავში“ 10 დეკემბრიდან მკურნალობდა.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) 17 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1953 პაციენტი გარდაიცვალა. ამ პერიოდის განმავლობაში დაინფიცირდა 201 368 ადამიანი, მათაგან უკვე გამოჯანმრთელებულია 169 282.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]