weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის დეკანოზი კოვიდით გარდაიცვალა

11:02 პარასკევი, 18 დეკემბერი 2020

ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, სასულიერო პირს კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდება მამა ზურაბის ბორჯომში გადმოსვენება. დავასვენებთ წმ. გიორგის სახელობის ტაძარში“, – ამბობს ტელეარხთან საუბრისას დეკანოზი იოანე.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2002 პირი ემსხვერპლა.

გასულ თვეში კორონავირუსით გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი).

ტელეკომპანია ბორჯომი

მაუწყებლობს ბორჯომის რაიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ძირითადად აშუქებს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. ასევე, ამზადებს საზოგადოებრივ–პოლიტიკურ გადაცემებს. ტელეკომპანიის ვებგვერდია http://borjomi.tv  

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]