weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აღმაშენებლის გამზირზე 16 კაფე პროტესტის ნიშნად დაიხურა

13:22 ორშაბათი, 14 აგვისტო 2017

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 16 კაფე, საიდანაც 14 უცხოელ ბიზნესმენებს ეკუთვნის, პროტესტის ნიშნად დახურეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი თბილისის მერიის გაფრთხილება გახდა, რომელიც საფეხმავლო ქუჩაზე ღია კაფეების განთავსების აკრძალვას ითვალისწინებს.

როგორც „რუსთავი 2“-თან კაფეების მფლობელებმა განაცხადეს, მერიაში მათ უთხრეს, რომ თუ ამ მოთხოვნას არ დაემორჩილებიან, 10 000 ლარით დაჯარიმდებიან.

თბილისის მერიის მიერ 11 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობის გამო, 16 სუბიექტის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო. სუბიექტებს კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ან მათი დემონტაჟი დაევალათ. გარდა ამისა, კაფეების მეპატრონეებს ბანერებზე ქართული წარწერების განთავსებაც მოსთხოვეს.

გასული წელის სექტემბერში აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა, რის შედეგადაც მისი ნაწილი საფეხმავლო გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]