weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საქართველოში კორონავირუსის 2635 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:25 პარასკევი, 18 დეკემბერი 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსზე 16 870 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 2635 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმოამდგენლის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, თბილისში გამოვლენილია კორონავირუსის 1134 ახალი შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 338

აჭარა – 230

ქვემო ქართლი – 216

სამეგრელო და ზემო სვანეთი – 199

კახეთი –186

შიდა ქართლი – 169

გურია – 66

მცხეთა-მთიანეთი – 46

სამცხე-ჯავახეთი – 39

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 30 449 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 6680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2183 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 21 586 – ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოებში მყოფი 1148 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 427 (მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 43, იმერეთში – 53).

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 818 ადამიანი.

26 თებერვლიდან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 204 003 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 171 526, ხოლო 2002 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2244 პაციენტი და გარდაიცვალა – 49.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]