weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2002-მდე გაიზარდა

11:46 პარასკევი, 18 დეკემბერი 2020
ფოტოზე - ბერდია სიჭინავა ფოტოზე - ბერდია სიჭინავა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2002 პირი ემსხვერპლა.

ამ დროისთვის საქართველოში კოვიდით ინფიცირების 30 449 მიმდინარე, აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2867, აჭარაში - 798, იმერეთში - 1350.

მძიმეა 1148 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისში - 523-ის, აჭარაში - 134-ის, იმერეთში - 269-ის. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 43, იმერეთში - 53.

2183 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 775 - თბილისში, 1062 - აჭარაში, 124 - იმერეთში. 21 586 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2635 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გამოჯანმრთელდა 2244 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 204 003 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 171 526-ს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]