weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დარღვევების გამო ადამიანების დაჯარიმება გვიწევს, ახლაც რთულია ჩვენთვის – მინისტრი

12:29 პარასკევი, 18 დეკემბერი 2020

„პოლიცია იყო და არის ყველგან, სადაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ. პანდემიასთან ბრძოლის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციის მნიშვნელობა და როლი ადამიანთა ცხოვრებაში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს ფასდაუდებელი შრომისთვის“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა 2020 წლის საქმიანობის ანგარშის წარდგენისას.

ვახტანგ გომელაურის თქმით, პანდემიის დროს განსაკუთრებით მრავალფეროვანი გახდა პატრულის ფუნქცია-მოვალეობები.

„ხაზი მინდა გავუსვა როგორც ქალაქის პოლიციის, ისე რეგიონების დანაყოფების ძალისხმევას პანდემიასთან ბრძოლაში. ისინი წარმატებით ართმევენ თავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამავდროულად, პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციების აღსრულებას.

სამწუხაროდ, დარღვევების გამო ადამიანების დაჯარიმება გვიწევს და ახლაც რთულია ჩვენთვის, როგორც ჩემთვის, ისე პოლიციელებისთვის. არ გვიხარია მათი დაჯარიმება. გვესმის, ძალიან მძიმე სიტუაციაა, მაგრამ კანონი ყველამ უნდა დაიცვას“, – განცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 91 ფიზიკური პირი დააჯარიმა. შსს-ს განმარტებით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 615 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]