ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 2904 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4316 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქევეყანაში ინფიცირების 28 984 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან საავადმყოფოებში მკურნალობს 6553 ადამიანი. მძიმეა 1136 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 417 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
1971 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 20 460 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.