weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კორონავირუსის 2904 ახალი შემთხვევიდან 1252 თბილისშია, 495 – იმერეთში, 236 – ქვემო ქართლში

11:37 შაბათი, 19 დეკემბერი 2020
ფოტოზე - ბერდია სიჭინავა ფოტოზე - ბერდია სიჭინავა

ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსზე 18 824 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 2904 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 1252 შემთხვევა თბილისშია გამოვლენილი, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 495

ქვემო ქართლი –236

სამეგრელო და ზემო სვანეთი –217

აჭარა –197

შიდა ქართლი – 158

კახეთი –152

მცხეთა-მთიანეთი – 80

გურია – 51

სამცხე-ჯავახეთი – 43

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 28 984 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან 6553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2844, აჭარაში – 769, იმერეთში – 1309.

ამ დროისთვის 1136 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 37, იმერეთში – 56.

1971 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 20 460 კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი სულ 206 907 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 175 842, ხოლო 2055 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ვირუსი დაამარცხა 4316 ინფიცირებულმა, ამავე პერიოდში დაფიქსირდა ვირუსით გარდაცვალების 53 შემთხვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]