ნელი ხიზანიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ყველა რელიგიის წარმომადგენელთა მონაწილეობით მიიღო და უკვე ძალაშია.
„მათ შესაბამის საკონტაქტო პირებს გადავუგზავნეთ იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, მისამართებითა და საკონტაქტო ინფორმაციით, სადაც შეუძლიათ ტესტის ჩატარება. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილზე ტესტირებაც“, – განაცხადა „რეგინფოსთან“ ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სავალდებულო ან რანდომული (შერჩევითი) ტესტირება 14 დღეში ერთხელ ეხება შემდეგ რისკ ჯგუფებს: სამედიცინო პერსონალი, სოფლის ექიმების ჩათვლით; შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები; პედაგოგები; საბაჟო; მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები; ბავშვთა სახლები, მათი პერსონალი და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები; სტომატოლოგები; ფარმაცევტები; სასულიერო პირები.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსზე 9812 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირება 1731 ადამიანს დაუდასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში 4599 კოვიდ-ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა.