weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასულიერო პირებს COVID-19–ზე ტესტი ყოველ 14 დღეში ჩაუტარდებათ

14:31 კვირა, 20 დეკემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ახალი რეგულაციით, სასულიერო პირებს კორონავირუსზე PCR ტესტი ყოველ 14 დღეში ჩაუტარდებათ.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ყველა რელიგიის წარმომადგენელთა მონაწილეობით მიიღო და უკვე ძალაშია.

„მათ შესაბამის საკონტაქტო პირებს გადავუგზავნეთ იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, მისამართებითა და საკონტაქტო ინფორმაციით, სადაც შეუძლიათ ტესტის ჩატარება. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილზე ტესტირებაც“, – განაცხადა „რეგინფოსთან“ ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სავალდებულო ან რანდომული (შერჩევითი) ტესტირება 14 დღეში ერთხელ ეხება შემდეგ რისკ ჯგუფებს: სამედიცინო პერსონალი, სოფლის ექიმების ჩათვლით; შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები; პედაგოგები; საბაჟო; მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები; ბავშვთა სახლები, მათი პერსონალი და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები; სტომატოლოგები; ფარმაცევტები; სასულიერო პირები.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსზე 9812 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირება 1731 ადამიანს დაუდასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში 4599 კოვიდ-ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]