weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

ხელფასის გადახდის მოთხოვნით GEM fest-ის თანამშრომლებმა აქცია გამართეს

14:57 ორშაბათი, 14 აგვისტო 2017

განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, GEM fest-ზე დასაქმებულმა ახალგაზრდებმა ფესტივალის ტერიტორიაზე მთავარი შესასვლელი გადაკეტეს და ადმინისტრაციისგან კუთვნილი ხელფასის გადახდა მოითხოვეს.

ადგილობრივი ახალი ამბების საანგეტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ხელფასს 42 ადამიანი ითხოვს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ცაბუნია ვართაგავას თქმით, დღეს დილით ფესტივალის ადმინისტრაციამ მათ 500 ლარის ნაცვლად 100-100 ლარი მისცა.

„ბილეთების კონტროლი გვევალებოდა. 500 ლარზე ვიყავით შეთანხმებული და დღეს 100 ლარი დაარიგეს. ჩვენ აქ ვდგავართ დილიდან და ამ ტერიტორიაზე არავის არ შევუშვებთ, სანამ არ შეასრულებენ ჩვენს მოთხოვნას“, - ამბობს ცაბუნია ვართაგავა.

ფესტივალის ადმინისტრაცია აქციას ჯერ-ჯერობით არ გამოხმაურებია.

ცნობისთვის, 10 აგვისტოს GEM fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ერთთვიანი მუსიკალური ფესტივალი ფინანსურად წარმატებული არ გამოდგა.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]