ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელების შემდეგ ვირუსი სულ 209 462 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 184 668 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში ვირუსით ინფიცირების 22 628 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 6627 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მძიმეა 1094 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი.
24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4227-ით გაიზარდა.