weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნინოწმინდაში ტრაქტორმა მძინარე კაცს გადაუარა

16:19 ორშაბათი, 14 აგვისტო 2017

ნინოწმინდის რაიონის სოფელ კატნატუში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 53 წლის კაცი დაიღუპა. სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, მას მინდორში ყოფნის დროს ტრაქტორმა გადაუარა.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, კაცმა მინდორში მუშაობის შემდეგ, ტრაქტორიდან დაახლოებით ათი მეტრის მოშორებით დაიძინა. ტრაქტორი სავარაუდოდ სამუშაო მდგომარეობაში იყო დატოვებული, რის გამოც დაგორდა და მძინარე ადამიანს ზედ გადაუარა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

სათემო რადიო „ნორი“

რადიო „ნორი“ (www.nor.ge) მაუწყებლობს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სიხშირეზე FM 100.1. „ნორი“ ავრცელებს ახალ ამბებს და ამზადებს რამდენიმე გადაცემას. „ნორი“ პირველი სათემო რადიოსადგურია საქართველოში.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]