weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბოლნისში გამწვანების სამსახურის მიერ დარგული ნაძვის ხე მოჭრეს

12:23 სამშაბათი, 22 დეკემბერი 2020

ქალაქ ბოლნისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის მიერ დარგული ქართული, ვერცხლისფერი ნაძვის ხე უცნობმა პირმა/პირებმა მოჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და წარმოადგენს დანაშაულს.

„თითოეულ მოქალაქეს ნათლად უნდა ესმოდეს, რომ მერია  და  მისი შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურად ჩვენი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის იერსახის გალამაზებისთვის  აქტიურად მუშაობენ. ყველანი ერთად ვდილობთ ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიამოვნო, კომფორტული და ჯანსაღი გარემო შევქმნათ, ამ პროცესში კი უმნიშვნელოვანესია თითოეულმა მოქალაქემ გაიზაროს მისი სამოქალაქო ვალი, რომელიც საჯარო სივრცეში არსებული ნარგავებისა და ინფრასტრუქტურის მოფრთხილებას ითვალისწინებს“, – აცხადებენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება.

„მრავალწლიანი ნარგავების დაზიანება არასდროს დარჩება რეაგირების გარეშე. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მსგავსი ფაქტი არ განმეორდება და ყველანი ერთად კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის იერსახეზე ზრუნვას“, – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]