დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. „ახალი კლინიკის“ დირექტორის, კახა ხელაძის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ჩატარებული სადიაგნოსტიკო ღონისძიებების შედეგად დადგინდა მუცლის შემავალი ჭრილობა. ჩატარდა გადაუდებელი ოპერაცია, ამ მომენტში პაციენტი მკურნალობას ქირურგიულ დეპარტამენტში აგრძელებს“, – განაცხადა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა.
როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის, მომხდართან დაკვშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.