weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გამოგვყარეს და დაგვიგრიეს სახლი – აფრიკის დასახლებაში კიდევ 7 შენობა დაანგრიეს

10:11 ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2020

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ, მძიმე ტექნიკის გამოყენებით 7 შენობა-ნაგებობა დაანგრია. როგორც „რადიო თავისუფლებასთან“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა განაცხადა, ინსპექციის წარმომადგენლები დაახლოებით დილის 7 საათისთვის მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს, რომ დემონტაჟი უნდა დაეწყოთ.

„დაცალეთ სახლიო და გამოგვიყვანეს. ორი ადამიანი სახლში ვიყავით. რაღაცები გამოვიტანეთ, რაც მოვასწარით. დანარჩენი სულ დალეწეს, შიგნით მოაყოლეს, ბულდოზერებით დაანგრიეს. საწოლები, ყველაფერი შიგნით ყრია. ტანსაცმელი არ გამომიტანია.

2010 წლიდან ამას ვაშენებ. პირველი გაფრთხილება 4 დღის წინ იყო. ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილებაო. გუშინაც იყვნენ. ამ დილით 7 საათზე დაგვადგნენ და დაგვინგრიეს სახლი, გამოგვყარეს შიგნიდან. მთელი ჯარი იდგა აქ“, – ამბობს ლევან ფიფია.

მისივე თქმით, აფხაზეთიდან არის დევნილი და არანაირი ქონება არ აქვს - „ეს იყო ბოლო შანსი. ადრე ერთი ოთახი მედგა და იქ ვცხოვრობდით. ახლა ეს მოვაშენეთ და მაგაში ვიყავი“.

თბილისის მერიის დავალებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დემონტაჟი გასულ კვირაში დაიწყო, რასაც ადგილობრივების და მშენებელთა პროტესტი მოჰყვა. ინსპექციის განცხადებით, ნაგებობები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ იყო აშენებული და დემონტაჟი კანონის შესაბამისად მოხდა. თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები.

მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში კიდევ 7 შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოითხოვა, რისთვისაც მოქალაქეებს 18 დეკემბერს ოთხდღიანი ვადა მისცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]