weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

საქართველოში კოვიდი 2345 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა – 51

11:19 ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2020 hits 867

კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით, 14 457 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსი 2345 ადამიანს დაუდასტურდა.

2345 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1017 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 429

შიდა ქართლი – 192

კახეთი – 158

ქვემო ქართლი – 157

სამეგრელო და ზემო სვანეთი – 146

აჭარა – 139

მცხეთა-მთიანეთი – 43

სამცხე-ჯავახეთი – 34

გურია – 16

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 20 644 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 6270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1600 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 12 774 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

ამ ეტაპზე მძიმეა 1082 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 39 672 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კრონავირუსი სულ 214 871 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 191 968 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2233 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელების 3560 და გარდაცვალების 51 შემტხევვა დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]