weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სამხედრო მოსამსახურე 35 წლის თეიმურაზ გიუნაშვილს მესამე დღეა ეძებენ

15:42 ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2020

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაუჩინარებულ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეს, 35 წლის თეიმურაზ გიუნაშვილს მესამე დღეა ეძებენ. როგორც თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, გიუნაშვილი სამხედრო ნაწილში 21 დეკემბრის დილით იმყოფებოდა, მომდევნო დღიდან კი აღარ გამოჩენილა.

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობს.

„სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 საათამდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით.

22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დროს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, მისმა უშუალო მეთაურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დროულად განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, – განაცხადეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თეიმურაზ გიუნაშვილს ურეკავდნენ, თუმცა ის ტელეფონს არ პასუხობდა. მათივე თქმით, მოგვიანებით უთხრეს, რომ მამაკაცს ტელეფონი სამხედრო ნაწილში, ბალიშის ქვეშ ჰქონდა დატოვებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]