არსებული ინფორმაციით, 21 დეკემბერს გოგონა მეზობელ ოჯახში ნიშნობაზე იმყოფებოდა, სახლში დაბრუნების დროს კი რამდენიმე პირმა გაიტაცა. არასრულწლოვნის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია შინაგან საქმეთა სამინისტროს.