წინასწარი ინფორმაციით, სარდაფში ბუნებრივი აირი იყო დაგროვებული და აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ცოლ-ქმარმა შუქი აანთო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა განაცხადა, სარდაფიდან ამოყვანის შემდეგ მათი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა სტაბილური იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.