weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საქართველოში COVID-19-ის 1881 ახალი შემთხვევაა, 37 პაციენტი გარდაიცვალა

11:45 პარასკევი, 25 დეკემბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსზე 13 655 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირება 1881 ადამიანს დაუდასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1515 პაციენტი, 37 კი გარდაიცვალა.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 1181 ახალი შემთხვევიდან თბილისში ფიქსირდება 863, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 259

ქვემო ქართლი – 168

შიდა ქართლი – 145

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 112

კახეთი – 108

აჭარა – 97

მცხეთა-მთიანეთი – 54

გურია – 35

სამცხე-ჯავახეთი – 29

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 20 165 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 5969 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1542 მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 12 654 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოში მოთავსებული 1068 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 414 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება .

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაშია 38 693 ადამიანი.

საქართველოში კოვიდ 19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი სულ 218 724 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 196 220 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 2313 ინფიცირებული გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]