„ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი, ნუ მივალთ ჩვენს ბებიებთან და ბაბუებთან, ყველამ თავის ოჯახში აღნიშნოს ახალი წელი. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი, ალბათ, გამონაკლისი იქნება მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე ყველა სხვა ახალი წლისგან იმით, რომ გვიკრძალავს ჩვენი ახლობლების ნახვასაც კი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსზე 13 655 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირება 1881 ადამიანს დაუდასტურდა. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, გამოკვლევებზე მიმართვიანობა ეცემა. მისი თქმით, სახელმწიფოს შეუძლია დღეში 20-22 ტესტი ჩაატაროს.
„სამწუხაროდ 14 ათასამდე ჩამოვიდა. თავიდან ადამიანები აქტიურად მიდიოდნენ, ახლა, ეტყობა, ნაკლებად მიდიან. ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც ცოტა მაინც რაღაც სიმპტომები ექნება, აუცილებლად მივიდეს და ჩაიტაროს ტესტი“, – აღნიშნა იმნაძემ.