weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2024

ბოლო 6 თვეში ყველაზე დაბალი მომართვიანობა 20 დეკემბერს დაფიქსირდა – 112-ის დირექტორი

13:14 პარასკევი, 25 დეკემბერი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორის, გიორგი არსოშვილის განცხადებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში „112“-მა ყველაზე ცოტა (დაახლოებით 10 000 ზარი) 20 დეკემბერს მიიღო.

როგორც არსოშვილმა განაცხადა, ბოლო ტენდენცია დადებითია და შემცირებულია მიმართვიანობა როგორც სასწრაფო-სამედიცინო ხასიათის გამოძახებებზე, ასევე კოვიდ კონსულტაციებთან დაკავშირებით.

„მომართვიანობა შემცირებულია დაახლოებით 38%-ით. ასევე, შემცირებული გვაქვს საშუალო დღიური მომართვიანობა საშუალოდ 31%-ით. რაც ძალიან საინტერესოა, ყველაზე დაბალი მომართვიანობა ბოლო 6 თვეში დაფიქსირდა 20 დეკემბერს და დაახლოებით 10 00 ზარი იყო მხოლოდ, ეს მაშინ, როდესაც პანდემიის ფარგლებში 27 და 30 ათას ზარს ვიღებდით. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და უფრო ნაკლებ მოქალქეს დასჭირდება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების დახმარება“, – განაცხადა გიორგი არსოშვილმა.

მისივე თქმით, პანდემიური ფონის მიუხედავად, „112“-ში არამიზნობრივი ზარების რაოდენობა არ შემცირებულა.

„სამწუხაროდ ყოველდღიურად არამიზნობრივი მომართვიანობა არსი დაახლოებით 30%. კიდევ ერთხელ მინდა ამოვუწოდო ყველა მოქალაქეს, რომ 112 გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვავაში, როდესაც გვესაჭიროება კონკრეტული დახმარება“, – განაცხადა გიორგი არსოშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]