weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თესაუ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

13:31 ორშაბათი, 11 მაისი 2020

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე წლის 7 აპრილს:

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

სპორტის მიმართულება

  • ასოცირებული პროფესორის (აფილირებული)0,5 საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით.

 კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს: 

  • ავტობიოგრაფია (CV)
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
  • 2(ორი) ფოტოსურათი
  • სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო მოთხოვნები: 

ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

  • მინიმუმ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
  • ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მინიმუმ ორ სამეცნიერო (მათ შორის ერთი აუცილებლად საერთაშორისო) ფორუმში (კონფერენცია/ კონგრესი/სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად);
  • ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დარგთან შესაბამისი ორი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;
  • წასაკითხად შემოთავაზებული ორი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომლებიც შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით (დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);
  • დარგის განვითარების კონცეფცია.    

ასოცირებული პროფესორი ვალდებულია უნივერსიტეტში შრომითი ურთიერთობის დროს იმყოფებოდეს კვირაში მინიმუმ 4 (ოთხი) სამუშაო დღის განმავლობაში. საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.

  1. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;
  2. კონკურსში მონაწილეთა დისტანციური/ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2020 წლის 8 მაისს და დასრულდეს 2020 წლის 15 მაისს;
  3. კონკურსისათვის აუცილებელი საბუთები დასკანერებული ფორმით გადაეგზავნოს უნივერსიტეტის იურიდიული სამასახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს (ქ. ხმალაძე) მის სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე (ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.) შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე. (დოკუმენტაციის დიდი ოდენობის/დიდი მოცულობის შემთხვევაში, შესაძლებელია საბუთების ჩაბარება საკონტაქტო პირთან (ქ. ხმალაძე) მატერიალური სახით;
  4. კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვროს 2020 წლის 20 მაისი.

ვებგვერდი www.tesau.edu.ge / ელ ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

[R] იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]