weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში გამოავლინეს 19 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპულ წამლებს ურეცეპტოდ ყიდდნენ

17:25 პარასკევი, 25 დეკემბერი 2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, თბილისში გამოავლინეს 19 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს სისტემატურად ურეცეპტოდ ყიდდნენ.

„გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მასშტაბით გამოვლენილ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობის ნებართვის არმქონე 19 აფთიაქი, საიდანაც სისტემატურად, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია“, – აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.

მათივე ცნობით, აფთიაქებიდან დიდი ოდენობით სხვადსხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტები ამოიღეს,რომელთა ნაწილი განთავსებული იყო როგორც დახლებზე, ასევე, ობიექტებზე არსებულ სხვადასხვა სამალავში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]