1784 ახალი შემთხვევიდან თბილისში 801 ფიქსირდება, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 281
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 140
აჭარა – 121
შიდა ქართლი – 119
კახეთი – 110
ქვემო ქართლი – 101
გურია – 40
სამცხე-ჯავახეთი – 31
მცხეთა-მთიანეთი – 30
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.
ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირების 17 791 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 5701 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1464 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 10 626 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
1013 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 379 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 003 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 220 508 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 200 339 უკვე გამოჯანმრთელდა, 2352 კი გარდაიცვალა.