weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

გარდაიცვალა ახალგაზრდა ექიმი, რომელმაც გადაიტანა ინფექცია და გავიდა სამსახურში – გამყრელიძე

00:48 კვირა, 27 დეკემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა მარნეულში 23 წლის ექიმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და დაადასტურდა, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი.

„დღეს ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა. ჩემი კოლეგა, თანამშრომელი, ახალგაზრდა ექიმი, რომელმაც გადაიტანა ეს ინფექცია და გავიდა სამსახურში, სამწუხარო შემთხვევა, უეცარი სიკვდილი განვითარდა. ძალიან დიდი მწუხარება ამ ოჯახს. ჩვენი ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელია რეგიონში“, – განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

გამყრელიძის თქმით, გარდაცვალების თითოეული შემთხვევა ტრაგედიაა, მაგრამ ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსს უმკლავდება და ინფიცირებულთა 90% გამოჯანმრთელებულია.

26 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში 23 წლის ექიმის გარდაცვალების შესახებ. სათემო რადიო „მარნეულთან“ კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ბიჭი სავარაუდოდ თრომბით გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია „სოლიდარობის ქსელმაც“ გაავრცელა. მათი ცნობით, 23 წლის ექიმი გიორგი ბუაძე იყო და ის სამუშაო მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.

„მან „კორონავირუსი“ გადაიტანა და სამუშაოზე დაბრუნდა. თუმცა, სამი დღე გადაბმული და გადატვირთული მუშაობის შემდეგ ის კოლეგებმა გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბოემბოლია სახელდება. ჩვენი ინფორმაციით, კადრების ნაკლებობის გამო მას უწევდა ექთნის და სანიტარის ფუნქციების შეთავსებაც, რაც აათმაგებდა მის სამუშაო დატვირთვას“, – წერს „სოლიდარობის ქსელი“.

კლინიკას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 2352 ფაქტია დადასტურებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]