1097 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 484 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 185
ქვემო ქართლი – 84
აჭარა – 81
შიდა ქართლი – 63
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 61
კახეთი – 61
მცხეთა-მთიანეთი – 30
გურია – 26
სამცხე-ჯავახეთი – 17
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 15 655 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოში იმყოფება 5677 ადამიანი, კლინიკურ-სასტუმროებში - 1393, ხოლო 8585 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
1009 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 441 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 896 ადამიანი.
პანდემიის დაწყების დღიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 221 605 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 203 547 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 2377 გარდაიცვალა.