weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

მკვლელობაში ბრალდებულ თელავის პოლიციის უფროსის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

10:54 ორშაბათი, 28 დეკემბერი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ვანო ზანდარაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ზანდარაშვილს ბრალი ედება თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობასა და თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, ლევან ბერძენაშვილის დაჭრაში.

პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 დეკემბერს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში, ვანო ზანდარაშვილსა და ზურაბ საჩიშვილს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ რა დროსაც ზანდარაშვილმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის სახელზე გაპიროვნებული სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურაბ საჩიშვილს ახლო მანძილიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა. ის მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

პროკურატურის ცნობით, ვანო ზანდარაშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ერთი ტყვია ხელის არეში მოხვდა ავტომანქანაში ზურაბ საჩიშვილის გვერდით მჯდომ ლევან ბერძენაშვილს, რითაც მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა. 

ვანო ზანდარაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა, ხოლო დაცვის მხარე 10 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატ არჩილ ბერიანიძის განცხადებით, საქმეში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო ზანდარაშვილისთვისთვის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდება.

ადვოკატის თქმით, სასამართლოს განჩინების ჩაბარებისა და გაცნობის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაასაჩივრონ თუ არა ის.

ზურაბ საჩიშვილი, ვანო ზანდარაშვილი და თელავის მერიის თანამშრომლები – იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი და მერიის სპეციალისტი ბიძინა ხატიაშვილი 25 დეკემბერს სოფელ იყალთოში მცხოვრებ დავით ლაჩაშვილის სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ. დავით ლაჩაშვილი, რომელიც დაბადების დღეს აღნიშნავდა, აცხადებს, რომ საჩიშვილი და ზანდარაშვილი მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ და სუფრაზე მათ შორის რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.

თელავის მცხოვრებლებმა „რეგინფოს“ მოაწოდეს ინფორმაცია, რომ ვანო ზანდარაშვილი ქუჩაში არაერთხელ უნახავთ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამსახურებრივი იარაღით.

 

ამ თემაზე:

თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ საავადმყოფოს დირექტორი მოკლა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]