weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საქართველოში კოვიდის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 41 პაციენტი გარდაიცვალა

11:19 ორშაბათი, 28 დეკემბერი 2020

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 4769 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსი დაუდასტურდა 538 ადამიანს. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2766 პაციენტი, ხოლო 41 – გარდაიცვალა.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, თბილისში ინფიცირების 257 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 68

იმერეთი – 55

კახეთი – 36

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 34

ქვემო ქართლი – 29

მცხეთა-მთიანეთი – 19

შიდა ქართლი – 16

გურია – 14

სამცხე-ჯავახეთი – 8

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 13 386 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოში მკურნალობს 5624 ინფიცირებული, 1311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 6451 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მძიმეა 1019 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 376 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 35 123 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 222 143 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან გამოჯანმრთელდა 206 313 პაციენტი, ხოლო 2418 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]