weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ე.წ. კანონიერი ქურდი „შლაპა“ სამეგრელოში ბიზნესმენებს 20 000 ლარს სძალავდა – შსს

15:22 ორშაბათი, 28 დეკემბერი 2020

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდსა და ხობში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული არიან 1959 წელს დაბადებული რ.გ. და 1964 წელს დაბადებული კ.ქ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ - როლანდ გეგეჭკორის (მეტსახელად „შლაპა“) მითითებით, 2020 წლის დასაწყისიდან, სამეგრელოში, ბიზნესმენს - ბ.თ.-სა და მის ბიზნესპარტნიორს - ა.ც.-ს, პერიოდულად უკავშირდებოდნენ და „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ თანხის გადახდას სთხოვდნენ.

„ამ მიზნით, მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა გამართეს ქურდული გარჩევა, რომელზეც აღნიშნული ბიზნესმენები მათ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ - როლანდ გეგეჭკორს ინტერნეტის საშუალებით გაასაუბრეს.

ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ ბიზნესმენებს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე 10 000 - 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.

როლანდ გეგეჭკორმა, ასევე, კატეგორიულად მოითხოვა, რომ ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების თანხა მომავალში თანაბრად განაწილებულიყო ა.ც.-ს, ბ.თ.-სა და მას შორის.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში მას შემდეგ დააკავეს, როცა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მათ მოთხოვნილი თანხა - 10 000 ლარი გადასცა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 9987 ლარი და „გეკოს“ ტიპის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]