weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

განათლების სამინისტრომ 121 სკოლაში Wi-Fi ქსელების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა

18:04 ორშაბათი, 28 დეკემბერი 2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით 121 სკოლაში Wi-Fi ქსელების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 023 000 ლარია.

პეოქტის „ინოვაციები, ინკლუზიური განათლება და ხარისხი (I2Q)“ ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, Wi-Fi ქსელები აღმოსავლეთ საქართველოს 63 და დასავლეთ საქართველოს 58 სკოლაში უნდა მოეწყოს.

Wi-Fi-ის ქსელების მოწყობა დაგეგმილია მაღალმთიანი რეგიონების შემდეგ სკოლებში: ზემო სვანეთი: დაბა მესტიის პირველი, მე-2 და მე-3 სკოლები, სოფელ ხაიშის სკოლა, სოფელ ლატალის სკოლა, ჭუბერის სკოლა, ეცერის სკოლა, იდლიანის სკოლა, ბეჩოს სკოლა, სოფელ ლენჯერის პირველი სკოლა, სოფელ ცხუმარის სკოლა. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: ამბროლაურის პირველი და მე-2 სკოლები, ამბროლაურის სოფელ ჭრებალოს სკოლა, სოფელ ბუგეულის სკოლა, ცაგერის სკოლა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალას სკოლა, სოფელ ქვედა ცაგერის სკოლა,  დაბა ლენტეხის პირველი სკოლა. მაღალმთიანი აჭარა: ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანის სკოლა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელების - დიოკნისის, სხალთის, ღურტის და ოქრუაშვილების სკოლები.

Wi-Fi-ის ქსელების მოწყობა გათავლისწინებულია ჯავახეთშიც: ახალქალის მე-3 და მე-5 სკოლები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიას სკოლა; ნინოწმინდის მე-4 სკოლა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების - გორელოვკასა და სათხის სკოლები.

სატენდერო წინადადებების მიღებას სამინისტრო თებერვალში დაასრულებს. გამარჯვებულმა კომპანიამ ქსელის მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დაასრულოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]