2012 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 837 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 367
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 155
კახეთი – 147
შიდა ქართლი – 144
ქვემო ქართლი – 132
აჭარა – 125
გურია – 31
მცხეთა-მთიანეთი – 34
სამცხე-ჯავახეთი – 28
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 12 735 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოში მოთავსებულია 5480 ინფიცირებული, 5968 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო 1287 კლინიკურ-სასტუმროში იმყოფება.
მძიმეა 1001 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 346.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 33 920 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 224 155 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 208 951, ხოლო 2443 გარდაიცვალა.