weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

საქართველოში COVID-19–ის 2012 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:46 სამშაბათი, 29 დეკემბერი 2020 hits 386

ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსზე 13 451 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 2012 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე ღამის განმავლობაში ინფექციას კიდევ 25 ადამიანი ემსხვერპლა, 2638 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

2012 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 837 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 367

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 155

კახეთი – 147

შიდა ქართლი – 144

ქვემო ქართლი – 132

აჭარა – 125

გურია – 31

მცხეთა-მთიანეთი – 34

სამცხე-ჯავახეთი – 28

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 12 735 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოში მოთავსებულია 5480 ინფიცირებული, 5968 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო 1287 კლინიკურ-სასტუმროში იმყოფება.

მძიმეა 1001 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 346.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 33 920 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 224 155 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 208 951, ხოლო 2443 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]