weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე დროებით ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა

17:16 სამშაბათი, 29 დეკემბერი 2020

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60) ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12-კილომეტრიან ახალ ორ ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ზაფხულში გახსნილ 19-კილომეტრიან ოთხზოლიან მონაკვეთს დღეს დაემატა 12-კილომეტრიანი ოთხზოლიანი მაგისტრალი. უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, გზის 10-კილომეტრიან მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა დროებით გაიხსნება. შესაბამისად, დღეიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს, გადაადგილების დრო კი განახევრდება“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ამ დროისთვის უკვე აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კილომეტრიანი დამატებითი ორი ზოლი და სხვადასხვა მონაკვეთი ექსპლოატაციაში ეტაპობრივად შევა.

„ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3-კილომეტრიანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად. ახალი ორი ზოლის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დასრულდება, ყველა მონაკვეთის ექსპლოატაციაში სრულად შესვლის შემდეგ კი ოთხზოლიან გზაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]