როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში განაცხადეს, ამირან გამყრელიძეს სიმპტომები არ აქვს და თავს კარგად გრძნობს. ის ამ დროისთვის სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.
ამირან გამყრელიძე გუშინ, 28 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოვიდა, ხოლო დღეს ჟურნალისტების კითხვებს მისმა მოადგილემ, პაატა იმნაძემ უპასუხა. იმნაძის თქმით, კორონავირუსით სამედიცინო სამსახურში დასაქმებული დაახლოებით 20 00 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის არიან ექიმები, ექთნები, სანიტრები, მძღოლები.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2638 პაციენტი, ხოლო 25 გარდაიცვალა.