დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1738 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 301
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 138
ქვემო ქართლი – 123
აჭარა – 115
კახეთი – 107
შიდა ქართლი – 100
გურია – 46
მცხეთა-მთიანეთი – 32
სამცხე-ჯავახეთი – 25
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 12 941 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 5480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1223 მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 6238 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
1001 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 346 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია 32 670 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 225 893 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 210 445 უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს 2481 პაციენტი ემსხვერპლა.